ქუთაისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება.სოლიდარობის აქცია ხვალ, 24 აგვისტოს არის დაგეგმილი.18:00 საათზე დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანებით მსვლელობა დაიწყება, მოგვიანებით, 19:30 წუთზე კი თეთრ ხიდთან პერფორმანსი გაიმართება.
,,პირველ რიგში,აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ გზავნილი- მხარდაჭერა უკრაინას, რადგან ეს ხალხი დღეს უდიდეს ტირანს ებრძვის, იცავს საკუთარ მიწასა და სუვერენიტეტს. რუსეთი არის სიბნელე, ძალადობა და განუვითარებლობა.,,-განუცხადა სააგენტო ,,აქტორს,, აქციის ორგანიზატორმა ბექა ქვაჩაკიძემ.
ხვალ, 24 აგვისტოს, უკრაინაში ეროვნული დღესასწაული, დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. უკრაინამ სსრკ-ისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.