ჭიათურელი მაღაროელების აქცია გრძელდება. მათი ნაწილი თბილისში,ნაწილი კი ჭიათურაში განაგრძობს პროტესტს.შიმშილობს რამდენიმე მაღაროელი.ერთ-ერთმა პირი,მეორემ კი თვალები ამოიკერა.
სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, მაღაროელი გიორგი კუპატაძის მდგომარეობა, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, საგანგაშოა. ექიმის თქმით, მან შესაძლოა მხედველობა დაკარგოს.