ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა მეცამეტე დღეა გრძელდება. პარალელურად, მეშვიდე დღეა შემშილობს გაფიცულთა ნაწილი,მათგან ერთ-ერთმა მოშიმშილე პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
დღეს მაღაროელებმა მორიგი საპროტესტო მსვლელობა გამართეს.მათი მოთხოვნები უცვლელია-ხელფასების ზრდა, უსაფრთხოების დაცვა და შრომითი პირობების გაუმჯობესება.