ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება.ამ წუთებში ისინი მათ მორიგ საპროტესტო მსვლელობას მართავენ.გაფიცულია 3000 -მდე დასაქმებული.ისინი ხელფასების 40%-იან ზრდას,სამუშაო პირობების გაუმჯობესებას,შვებულებით სარგებლობის უფლებას,ბიულეტენის 100%-იან ანაზღაურებას, ტექნიკის განახლებას,ასევე ულუფის გაუმჯობესებას ითხოვენ.საერთო ჯამში მაღაროელებმა 14 პუნქტიანი მოთხოვნა დააყენეს.ამ დროისთვის რამდენიმე გაფიცული შიმშილობს.
ჭიათურაში გაფიცვის გამო არ მუშაობს არც ერთი მაღარო.
დღეს პროტესტის მეცხრე დღეა.