8 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი ამ დრომდე დაკარგულია.

სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო . მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი.

უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა.

მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია .

 

დღის სიახლეები

საზოგადოება

© 2020 Act2. ყველა უფლება დაცულია
ტელ: +995 558 35 06 15; ელ. ფოსტა: info@act2.ge

Search