საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე, მდინარე რიონი გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა,შესაბამისად აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მდინარის ადიდება ინტენსიურმა წვიმამ გამოიწვია.
