ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად, ა.ა.ი.პ. ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების ქალ თანამშრომლებს ქალთა დღე მიულოცა.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ ქალბატონებს
მივულოცო ქალთა საერთაშორისო დღე, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე ყოველდღიურად ზრუნავენ. მათი წვლილი დიდია ბაღდათის სოფლების და ქალაქის ქუჩების გამწვანებას და მოწესრიგებაში. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ქალთა საერთაშორისო დღე და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება ვუსურვო“.- განაცხადა ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ.