ესეთი კანონის მიღება პრობლემაა ჩვენისთანა ქვეყანაში-ქუთაისში აქციაზე პოლიტიკოსებიც იმყოფებიან

ქუთაისში საპროტესტო აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების გარდა პოლიტიკოსებიც იმყოფებიან.ისინი ცალსახად მიიჩნევენ,რომ მსგავსი კანონი ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

,,ამ კანონს გინდა რუსული დავარქვათ,გინდა ჩინური,მთავარია, უნდა ვიცოდეთ,რომ ესეთი კანონის მიღება პრობლემაა ჩვენისთანა ქვეყანაში,სადაც სასამართლოს, პარლამენტს,ყველაფერს ერთი ადამიანი აკონტროლებს, თორემ ამერიკის და ევროპის ნაირ  ქვეყნებში ესეთი კანონი არ წარმოადგენს პრობლემას და არც არასამთავრობო სექტორს და არც მოსახლეობას პრობლემებს ვერ შეუქმნის,,-თემურ ცამციშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "წარმომადგენელი.

76 მომხრე, 13 წინააღმდეგი  "ოცნებამ" რუსული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

დღის სიახლეები

საზოგადოება

© 2020 Act2. ყველა უფლება დაცულია
ტელ: +995 558 35 06 15; ელ. ფოსტა: info@act2.ge

Search