,,არა რუსულ კანონს,,-ამ მოთხოვნით ქუთაისში დღეს აქცია მიმდინარეობს.
აქცია სპონტანურად დაიგეგმა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩაერთნენ.მონაწილეები მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ შეიკრიბნენ და საკუთარი პოზიცია ტრანსფარანტებით ხელში დააფიქსირეს.მათთვის მიუღებელია კანონპროექტი, რომელიც 'ხალხის ძალის,, მიერ არის ინიცირებული და მმართველი გუნდის მხარდაჭერა აქვს.ახალი კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტი არის ყველა ის ა(ა)იპ და მედიასაშულება, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული.
"ქართული ოცნება" ცდილობს, დღეს გაიტანოს პირველი მოსმენით კანონპროექტი ე.წ."აგეტნტების" შესახებ, ნაცვლად ხუთშაბათისა. ვინც თვლით და მგონია, რომ ეს ყველას გვეხება, უნდა გავაპროტესტოთ,,-აცხადებენ ორგანიზატორები.