ქუთაისში დღეს პირველი თოვლი მოვიდა.
ქალაქში მოსული ნალექის პარალელურად ა(ა)იპ " სპეციალური სერვისები" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
სამსახურის მოერ გავრცელებული ინფორმაციით, დილის 6 საათიდან ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები. საჭიროებიდან გამომდინარე სხვდასხვა ლოკაციებზე მუშაობს როგორც ცოცხალი მუშა ხელი ასევე სპეც-ტექნიკა.
მიუხედავად ამისა ,თოვლმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. გაუწმენდავია გარე უბნები, შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობაც.