ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან კობიაშვილის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით არჩევას ეხმაურება.
თემურ ცამციშვილი დღეს შერვაშიძის 53 ნომერში,იმ ადგილას მივიდა,სადაც საფეხბურთო აკადემია უნდა აშენებულიყო.პროექტის მოხედვით,აკადემია უკვე დასრულებული უნდა იყოს,თუმცა დღეის მდგომარეობით,სამუშაოები მიტოვებულია.
"ჩვენ ვიმყოფებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 2021 წელს ლევან კობიაშვილმა,იმერეთის გუბერნატორმა,ქუთაისის მერმა დაანონსეს იმერეთის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო. მინდა ვკითხო იმ 28 ადამიანს,ვინც ლევან კობიაშვილის მესამედ არჩევას დაუჭირა მხარი,ერთხელ მაინც თუ კითხეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს,რა ხდება ,რატომ არ მიმდინარეობს და რატომ არ არის დასრულებული მშენებლობა"-თემურ ცამციშვილი.