საკითხზე ხვალ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.საუბარია ე.წ. ლურჯი ავტობუსებით გადაადგილების ღირებულების 20 თეთრით გაზრდაზე.
საკითხი უკვე განიხილეს საკრებულოს ორი კომისიის გაერთიანებულ გასვლით სხდომაზე. ეკონომიკის, ქონების მართვის და საქალაქო მეურნეობისა და, იურიდიულ საკითხთა კომისიების წევრმა დეპუტატებმა თემაზე სატრანსპორტო კომპანიის ოფისში იმსჯელეს.