ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი,ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ხატია დეკანოიძე უკრაინის ქალაქ დნიპროს მერი განცხადებას ეხმაურება. ბორის ფილატოვი ქუთაისს,როგორც დაძმობილებულ ქალაქს დახმარებას თხოვს და ამბობს,რომ მოძმე ქალაქთან,ქუთაისთან ომში კავშირი დაკარგეს. ,,რა სირცხვილია. ყველა საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან, მთელი საქართველოდან უნდა ჩაებას ჰუმანიტარული დახმარების, გენერატორების და სხვა აუცილებელი საჭირო ნივთების მოგროვებით. ამას ექნება რეზონანსი და არა სხვა რამეს. საქართველოში ყველა ქალაქს ჰყავს დობილი უკრანული ქალაქი. ქუთაისის არის ჟიტომირი და დნიპრო, ჩერკასის - რუსთავი, ბუჩის - ქობულეთი და ა. შ. ეს არის საქმე დღეს - უკრაინის დახმარება და გამარჯვება."-წერს დეკანოიძე. ქუთაისის და იმერეთის პირველი პირები დნიპროს მერის თხოვნას ამ დრომდე არ გამოხმაურებიან.
ფოტო ,,აქტორის,, არქივიდან