ქუთაისში დღის განმავლობაში ქარი კიდევ უფრო გაძლიერდა. მოიმატა დაზიანებების რაოდენობამაც. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომელთა თანამშრომელები მთელი დღის მანძილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, გადიან შემთხვევების ადგილზე და ეხმარებიან მოსახლეობას.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი უშუალოდ არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში, ადგილებზე ეცნობიან სიტუაციას და კოორდინაციას უწევენ სხვადახვა სამსახურების მუშაობას.
"დღეს კიდევ უფრო მოიმატა ქარის სიმძლავრემ. 15 საათის მონაცემებით 70-მდე ობიექტია დაზიანებული, ძირითადად შენობების სახურავები.
24 საათიან რეჟიმში მუშაობენ როგორც საგანგებო სამსახურები, ასევე მერიის შესაბამისი სამსახურებიც.
მიმდინარეობს ზარალის დათვლა. დღის ბოლოს უფრო დაზუსტებული მონაცემები გვექნება , თუ რა ზიანი მიადგა ქალაქს.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დროულად აღდგეს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება და მოსახლეობას შეუვუმსუბუქოთ შექმნილი მდგომარეობა."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.