ტრაგიკული შემთხვევა იმერეთში შობის ღამეს მოხდა . თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.
სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო,რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.