დღეიდან ქუთაისში საახალწლო ბაზრობა იხსნება.29-30-31 დეკემბერს ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში (სიყვარულის ბაღი), ასამდე იმერელი ოსტატი თექის, ბატიკის, ტიხრული მინანქრის, სამკაულების, უზარელის, ნაქსოვისა და ნაქარგის, ღვინის, გასტრონომიის, კოსმეტიკისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს გამოფენს. ბაზრობის პარალელურად ჯგუფების „თაიმისა“ და " ქორალის " კონცერტები გაიმართება. დასაწყისი 13:00 საათიდან.
გამოფენა-ბაზრობა 3 დღე გაგრძელდება.
ინფორმაციას DMO IMERETI ავრცელებს.