ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში გაუჩინარებული 6 წლის ბავშვი დღეს, გამთენიისას გარდაცვლილი იპოვეს.
ბავშვს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
ბავშვის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, სადაც მშობლები დახმარებას ითხოვდნენ.
"გთხოვთ დამეხმარეთ, დავკარგე შვილი, მდინარე ცხენისწყალზე ბაბუას ყავდა თავის და-ძმასთან ერთად .5 წუთში კი გაქრა. იქნებ ვინმემ რამე დაინახეთ. გთხოვთ, გამწარებული დედა გეხვეწებით, დამეხმარეთ .იქნება ვინმემ სადმე ნახეთ"-წერდა ბავშვის დედა.