ხვალ ქუთაისში, თეთრ ხიდზე უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულებს სანთლებითა და ყვავილებით პატივს მიაგებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი,გიგა შუშანია ავრცელებს.
ხსოვნის აქციაზე შეკრებილები რუსების მიერ მოწყობილ გენოციდს დაგმობენ და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.
"არა გენოციდს!" "არა ძალადობას!" აქცია ამ სლოგანით 20:00 საათზე დაიწყება.