ექიმი არჩილ ჯალაღონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს .როგორც მედიკოსი წერს, წუთაისის სახელით იგეგმება ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა უკრაინაში.
" გვინდა დავეხმაროთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს და ჩვენი ქალაქიდან ჩავიტანოთ სხვადასხვა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინის ცხელ წერტილებში, რაც მათ ჭირდებათ, აქცენტი არის პირველადი დახმარების სამედიცინო საშუალებები და მედიკამენტები. ვისაც სურვილი და საშუალება გექნებათ, რითაც შეგეძლებათ მოგვაწოდოთ თქვენი შემოწირულობა. ჩვენ გავუკეთებთ ორგანიზებას და ეს ყველაფერი ჩავა უახლოეს დღეებში უკრაინაში. საიდანაც შემდეგ გადანაწილდება შესაბამისად.
გვჭირდება:
1. Quick Clot Combat Gauze; (ჰემოსტაზის და ანტისეპტიკური ღრუბელი)
2. ლახტი САТ (Combat Application Tourniquet).
3. საინფუზიო ხსნარები, სისტემები და შპრიცები.
4. სხვადასხვა ანტიბიოტიკები, ანტივირუსული საშუალებები, როგორც ტაბლეტირებული ასევე საინექციო ფორმებით
5. ანტიპირეტული საშუალებები ( ტყივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები)
6. ჰომეოსტაზური მედიკამენტები(ტრანესტატი, ამინოკაპრონი, დიცინონი და ასე შემდეგ...)
7. ნიღბები, ხელთათმანები, მუშაობა და ასე შემდეგ...
8. ადრენალინი, დოფამინი, მეზატონი და სხვა ინოტროპები თუ ვაზოპრესორები.
9.ანტისეპტიკური ხსნარები
ჩვენი ჰუმანიტარული ტვირთი სადაც გროვდდება ლოკაცია არის ქალაქი ქუთაისი, სერგო კლდიაშვილის 34, ჩვენი მეგობრის სახლი. თომა ომიაძის ოჯახი.
საკონტაქტო ნომერი: +995 555445140 თომა ომიაძე
ვისაც თანხით გსურთ დახმარება შეგიძლიათ ჩარიცხოთ ქვემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე:
GE81BG0000000101492101
მიმღები მარიია მიხაილენკო
წინასწარ მადლობა ყველას,
ღმერთი თქვენსკენ!
დიდება საქართველოს და უკრაინას!
ყველას სიკეთე!"-წერს არჩილ ჯალაღონია.