ქუთაისში დღეს მორიგი აქცია იმართება.უკრაინის მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე,მესხიშვილის თეატრის წინ სამოქალაქო აქტივისტები,ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები არიან შეკრებილები.ისინი რუსეთის აგრესიას გმობენ."თავიუფლება უკრაინას"- ამ სლოგანით მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს,რომ რუსეთი ოკუპანტია . მონაწილეები ამბობენ,რომ აქციებით ისინი მეგობარ სახელმწიფოს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ.დუმილი დანაშაულია- მიიჩნევენ შეკრებილები.
ფოტოს ავტორი ქეთი დეისაძე