ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში,ყვავილების ბაზრობის მიმდებარე ტეიტორიაზე ყვავილებით მოვაჭრეებს,რომლებიც რეალიზაციას ტროტუარზე ახდენენ,ტერიტორიის გათავისუფლება მოთხოვეს.ადგილზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.მათ გამოჩენას ხმაური მოყვა,რა დროსაც ერთ-ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა. მოვჭრეებს დახურულ ბაზარში შესვლას შეღავათიანი პირობებით სთავაზობენ,რაზეც ისინი უარს აცხადებენ. ქუთაისში გარევაჭრობა 15 იანვრიდან აიკრძალა.