27 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 28-30 იანვარს მცირე ნალექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 29 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს.
