საცურაო აუზები და სპორტდარბაზები მალე გაიხსნება.
კორონავირუსის პანდემიამ ბევრი ბიზნესი დააზარალა. მათ შორისაა საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომელთათვისაც შეზღუდვები არ მოხსნილა. ამ ბიზნესის წარმომადგენელთათვის გაურკვეველია ის ფაქტი, რომ თუ რესტორნებისა და კაფე-ბარების ამუშავება არ არის პრობლემა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი ცენტრები აქამდე რატომ არ უნდა ფუნქციონირებდეს.
როგორც ირკვევა, დიდხანს ლოდინი აღარ მოუწევთ საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების მფლობელებს. ისინი შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება. ეს გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით უკვე დაამტკიცა უწყებათშორისმა საკოორდიონაციო საბჭომ.