ქუთაისში ტურიზმის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და სიმბოლურად გაშლილი ქოლგებით უნგრელი კოლეგების ფლეშმობს გამეხმაურნენ.
მშვიდობიანი აქციის მონაწილებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს რის წინაშეც ისინი კოვიდ 19-ის პირობებში დადგნენ .
ტურისტული სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ რომ ხელისუფლებამ ოქროს შუალედი უნდა შეიმუშაოს, რათა ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგეს. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს ტურიზმი მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა ხოლო ის კომპენსაცია რასაც სახელმწიპო უმუშვრად დარჩენილეისთვის ითვალისწინებს მიზერულია.
,,აქცია ქოლგებით არის სიმბოლური იმის ნიშნად რომ ტურიზმი ჩვენი არსებობის მთავარი წყაროა და მის გარეშე ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ვრჩებით , საჭიროა სახელმწიპომ ოქროს შუალედი მოძებნოს იმისთვის რომ გადავრჩეთ“, - განაცხადა აქციის მონაწილემ გიგა ფაღავამ.