ქუთაისის საკრებულოს წევრს,პარტია "საქართველოსთვის" სიის პირველ ნომერს ელისო არჩაიას მანქანა დაუზიანეს.ჩამსხვრეულია მინა,თუმცა წაღებული არაფერია.ინფორმაცია სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის"ქუთაისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გოგუაძემ გაავრცელა.
"ქუთაისში ჩვენი გუნდის საკრებულოს წევრის მანქანა დალეწეს დღეს, როგორც ხედავთ არაფერი წაუღიათ. ვინ არის ამ თავგასულობასა და დანაშაულზე პასუხისმგებელი? ვინ ახალისებს ამ მაფიოზური ტიპის ძალადობას? მმართველ აგონიაში მყოფ პარტიას ვაფრთხილებთ რომ გააფრთხილონ თავიანთი მომხრეები და გონს მოეგონ!"-წერს გოგუაძე.
ელისო არჩაია წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო,პარტია "ქართული ოცნებიდან"