ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ადასტურებს , რომ პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე უარი თქვა.ირინა ლომინაძე განმარტავს ,რატომ არ შეუშვეს მსოფლიო ბანი ოპერის თეატრში.როგორც ის ამბობს,მას არ სურდა პოლიტიკოს ბურჭულაძესთან შეხვედრა,თუმცა აცხადებს,რომ პაატა ბურჭულაძეს,როგორც მუსიკოსს,დიდ პატივს სცემს და მისი ფასიც იცის.ლომინაძის თქმით,დასთან შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.
" მე ვუთხარი, როგორც მსოფლიო ბანს უდიდესი პატივის ვცემ და ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე იმღერებს ჩემს თეატრში, მაგრამ როგორც პოლიტიკოსს, პაატა ბურჭულაძეს მე არ შევხვდებითქო. ეს არის ჩემი უფლება, მე არ ვცემ იმ პარტიას პატივს, რომლის გვერდითაც დგას პაატა ბურჭულაძე. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსს პაატა ბურჭულაძეს. როგორ გგონიათ, მას რომ ეთქვა, შეხვედრა სურდა დასთან, მე ამის უფლება მქონდა, დამეშალა?მე მუსიკოსი ვარ და ვიცი პაატა ბურჭულაძის წონა, ვიცი, ვინ არის."-განაცხადა ლომინაძემ.