გავრცელებულ ინფორმაციას,რომ კომპანია "ენკამ" საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და შესაბამისად "ნამახვანჰესი" აღარ შენდება,რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი აფასებს. მარიტა მუსელიანი განმარტავს, რომ მოვლენა თავისთავად მათთვის პოზიტიურია , თუმცა არსებობს ალბათობა,რომ სახელმწიფომ ახალი ინვესტორი მოიძიოს, ამიტომ "რიონის ხეობის მცველები " კარვებში დარჩებიან იქამდე, სანამ "ნამახვანჰესის" მშენებლობაზე უარს თავად სახელმწიფო არ გააცხადებს.
შეგახსენებთ, რომ "რიონის ხეობის მცველები " უწყვეტ პროტესტს 330 დღეა მართავენ.