წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის წინ ამ წუთებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.სანატორიუმებში-"საქართველო ","სამგურალი","კოლხეთი"და "მეგობრობა" მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას და ავარიული შენობებიდან გასახლებას ითხოვენ.ამბობენ,რომ ბინები არასამართლიანად განაწილდა.მათი განცხადებით,ფართს დიდი ხანია ითხოვენ და ამჯერად ქონდათ მოლოდინი,რომ სექტემბერში კუთვნილ საცხოვრებელს მიიღებდნენ,თუმცა გამოქვეყნებულ სიებში საკუთარი თავი ვერ იპოვეს.
შეგახსენებთ, დევნილთა , ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენოტომ წყალტუბოში მცხოვრები იმ 420 ოჯახის სია გამოაქვეყნა,რომლებსაც ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები უნდა გადაეცეს.