ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე, დროებით დაიკეტება ბალახვნიდან ფოლკლორის სასახლემდე გზის მონაკვეთი.
განცხადებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში, ამ მონაკვეთზე აკრძალული იქნება ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება.