არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და მონეტები (საერთო წონით 216.03 გრამი), გამოვლინდა, საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ქუთაისის აეროპორტი“. მებაჟე ოფიცრებმა მილანი-ქუთაისის რეისით ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქის ხელბარგის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 28 984 ლარის ღირებულების საქონელი აღმოაჩინეს.
დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი".
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის გ.ს.-ს მიმართ, ეჭვის საფუძველზე გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ რამდენიმე სამალავში, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები - საერთო წონით 300.79 გრამი გამოავლინეს. ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 31 613 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კანონდამრღვევ მოქალაქეს ოქროს ნაკეთობები ტვირთის გადასაზიდი ურიკის სახელურებსა და ფეხსაცმელების ჩასაფენებში მალულად ჰქონდა მოთავსებული.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.