საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეუერთდა საქართველოს მთავრობის ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების პრევენციის საინფორმაციო კამპანიას და სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში დისტანციურ რეჟიმში დაგეგმა ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებსა და ტრენერებთან შეხვედრების ციკლი თემაზე „დისკუსიები COVID-19-ის შესახებ“ - ექიმ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად.
შეხვედრების ციკლის მიზანია, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ძალიან დაბალია როგორც ვაქცინაციის ტემპი, ასევე ვაქცინირებული მოსახლეობის რიცხვი, გააქტიურდეს აღნიშნული პროცესი.
ზემოაღნიშნული ღონისძიების გახსნის ცერემონია გაიმართა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, მარნეულში, რომელსაც დაესწრნენ სახელწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი და ექიმ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებსა და ტრენერებთან შეხვედრისას ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვირუსის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საინტერესო ინფორმაცია, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები.
ბიძინა კულუმბეგოვმა მოუწოდ ადამსწრე საზოგადოებას, დარეგისტრირდნენ დ აგაიკეთონ COVID-19-ის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. თუ ისინი ვერ მოახერხებენ რეგისტრაციას შესაბამის პორტალზე, ჟვანია სსკოლის ყველა ადგილობრივი სასწავლო ცენტრი დაეხმარება მსურველებს მარტივად და სწრაფად დარეგისტრირებასა და ვაქცინაციის ვიზიტის კოდის მიღებაში.