ამ წუთებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცობია, გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე დღის წინ მდინარე რიონში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა, რომლის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სამძებრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
ჩვენ დეტალების გარკვევას და დაზუსტებას ვცდილობთ. როგორც გავარკვიეთ,მაუბუქი ავტომობილი მდინარეში რამდენიმე დღის წინ გადავარდა,მანქანა სავარაუდოდ დაგორდა.ამ დროს მასში მძღოლი არ იმყოფებოდა,შესაბამისად მსხვერპლი არ არის.ამ დროისთვის,ავტომობილი წყლიდან უკვე ამოიყვანეს.