უკვე მეოთხე დღეა, რაც თბილისში ამერიკის საელჩოსთან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები აქციას მართავენ. პირამოკერილი ადამიანები მედიატორის საშუალებით ამერიკის ელჩისგან დახმარებას ელიან. მმართველობის მონიტორინგის ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი ნოდარ ჩაჩანიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანია,,ჯორჯიან მანგანეზმა,, რამდენჯერმე სცადა აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკება, თუმცა მათ შორის კომპენსაციის გაცემის პირობებზე შეთანხმება ვერ შედგა. კომპანია მხოლოდ ზარალში ნაწილში აპირებს ანაზღაურებას, მოქალაქეები კი მათი ქონების სრულ შეფასებას ითხოვენ.
შეგახსნებთ, რომ მოსახლეობის ნაწილს, მათ შორის ქალებს, პირი აქვთ ამოკერილი და შიმშილობას აგრძელებენ.