,,რკინის ჯებირის დაზიანების რა გითხრათ, მაგრამ ჩვენს თანამებრძოლებს ნამდვილად აქვთ დაზიანებები ხელზე,,- ასე აფასებს „რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი შსს-ს მიერ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიების დაწყებას.
,,კინის ჯებირის დაზიანების რა გითხრათ, მაგრამ ჩვენს თანამებრძოლებს ნამდვილად აქვთ დაზიანებები ხელზე, შეგიძლიათ ნახოთ, ქვას არავინ არ ურტყამდა. მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერებულა კედლებზე ხელების ბრახუნი, მართლა მიადგათ ადამიანებს თავად დაზიანებები. ზოგადად, რკინის ჯებირი იმისთვის არსებობს, რომ მსგავს წინააღმდეგობას გაუძლოს, მისი ფუნქციაც ეს არის. როდესაც ხელს ურტყამს ადამიანი, ვერ დააზიანებს. ხმაური აწუხებთ, სინამდვილეში ეს არის ამის საფუძველი, ხმაური აუცილებლად გაგრძელდება, ამიტომ მოიგონეს აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს, დაზიანდა რკინის ჯებირი. ,,-ამბობს გოლეთიანი.
შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.