ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თანაქალაქელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
,,ეს დღე ჩვენია! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი, ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების, არჩევანია, ვიცხოვროთ თავისუფალ და ძლიერ საქართველოში, დემოკრატიული ღირებულებების და ეროვნული ფასეულობების პატივისცემით.
განვითარებისკენ სწრაფვა და დასავლური ინტეგრაცია ყოველთვის იყო ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი. დღეს დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები ვაშენებთ ჩვენი გმირი წინაპრების იდეალებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს. თუმცა წინ გვაქვს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა - საქართველოს გამთლიანება. ამ გზაზე უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების და მთელი თავისუფალი სამყაროს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.
26 მაისი არის საერთო სიხარულის და სიამაყის დღე. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს სამხედროებს და ოფიცრებს, რომლებიც ამაყად დგანან ქვეყნის სუვერენიტეტის სადარაჯოზე და თავიანთი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო მისიებში მშვიდობის და თავისუფლების განსამტკიცებლად!,,-წერია გავრცელებულ განცხადებაში.