განცხადება კახა კუჭავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
,,ჩემი აპარატიდან დაუკავშირდნენ ვარლამ გოლეთიანს, ძალიან მარტივი მიზეზით. გამეცნო და მომესმინა, რამდენად არის შესაძლებლობა, რამდენად ხედავენ, რომ ამ დიკუსიაში პარლამენტი ჩაერთოს. შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და რაც შეიძლება, მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოება. ან შედგებოდა შეთანხმება, ან არა, მაგრამ ეს შეხვედრა იქნებოდა საჯარო.რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო. ის ფორმატი, რაც შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არ იყო კონსტრუქციულობის ჩარჩოში, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია, რომ საკითხები განხილულ იქნას ასეულობით ადამიანთან, მითუმეტეს, რომ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ნამდვილად გვქონდა ეს პრაქტიკა, რომ მსგავს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყველა ჩვენი შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მათ შორის, „ფეისბუქზე“. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია, შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებ, მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას ნებისმიერი ფორმით, ლაივი იქნება ეს, ტელევიზიით, „ფეისბუქით“ თუ სოციალური ქსელებით,“-თქვა კუჭავამ.