თბილისში "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები დილიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ და რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ.
მობილიზებულია პოლიცია.
ამ წუთებში შეკრებილებს ერთ-ერთი ლიდერი,ვარლამ გოლეთიანი მიმართავს.მან კიდევ ერთხელ გააჟღერა მთავარი მოთხოვნა -"ენკამ"დატოვოს რიონის ხეობა და არ აშენდეს ჰესი.