დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი(სოფ.კინჩხა), პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ვიზიტორებისთვის იხსნება. 26 მაისიდა, დილის 10 საათიდან 18:00 საათამდე ობიექტები რეგულაციების დაცვით იმუშავებს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აუცილებელია პირბადე და სოციალური დისტანცია,ვიზიტორთა ცენტრში მხოლოდ 5 ვიზიტორის ყოფნაა დაშვებული და რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან ბილეთების დისტანციურად შეძენა.