ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ავტობუსებს დეზინფექცია უტარდება და ხვალ დილიდან მგზავრებს ჩვეული გრაფიკით მოემსახურებიან.
,,გაფრთხილებულია ყველა თანამშრომელი, ყველა ავტობუსი იქნება მზად, გარეცხილი და ჰიგიენა დაცული.ავტობუსებს დეზინფექცია ყოველ საღამოს უკეთდება.ყოველი კვირის ბოლოს იტესტებიან მძღოლები.ახლაც ასე გაგრძელდება.ყველა საავტომობილო ხაზი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.გვყავს 60 ავტობუსი 11 ხაზზე.ყველა უბანში, სადაც შეიძლება ავტობუსით გადაადგილება, ვემსახურებით ჩვენს თანაქალაქელებს.
რაც შეეხება საბარატე სისტემას, ყველა ავტობუსში დამონტაჟებულია სპეციალური მოწყობილობა, დარჩენილია მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა და 17 ივნისიდან შევა ძალაში.,,-აცხადებს გიორგი გიორგობიანი.