ქუთაისში მუნიცილური ტრანსპორტის ტარიფი უცვლელი რჩება და მგზავრობა ისევ 40 თეთრი ეღირება.
ავტობუსებით უფასოდ ისარგებლებენ შშმ პირები , სოციალურად დაუცველები ,ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები ,მრავალშვილიანები,მადლიერების სახლის ბენეფიციარები და ჩერნობილის მონაწილეები.ხოლო ახალი ინიციატივის ფარგლებში მგზავრობის ტარიფი გაუნახევრდებათ საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, ასევე ქუთაისში არსებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს
საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადგენილება 14 ივნისიდან ამოქმედდება.