,,რიონის ხეობის მცველები,, ხელისუფლებისგან პასუხს ყველაზე გვიან პარასკევს ელოდებიან. როგორც მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის,, წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, უთხრეს, რომ მათ მიერ დაყენებული სამი მოთხოვნის განხილვა პრემიერის ავადმყოფობის გამო ვერ მოხერხდა.ვარლამ გოლეთიანის თქმით, უნდა შეწყდეს სამუშაოები ხეობაში, მოიხსნას ბლოკპოსტი გუმათჰესთან და მათ მიეცეთ სოფელ ნამოხვანში, პროტესტის ძირითად ადგილას მისვლის საშუალება.
გოლეთიანი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება დროის გაჭიანურებას არ გეგმავს,მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს და სხვადასხვა ქალაქის პიკეტირებას გეგმავენ.
,,დრო არ მუშაობს მათზე .არის ისეთი განწყობა, რომ.ხელოვნურად ხდება პროცესების გაწელვა და თუ კოვიდი და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები დაემატაება ამას ,გაჩნდება ისეთი განცდა, რომ აპირებენ საზოგადოების მოტყუებას.ჩვენ ველოდებით პირობების შესრულებას. თუ არ დაკმაყოფილდება პირობები,დილოგის გარძელების საფუძველს ვეღარ ვხედავთ,,-ვარლამ გოლეთიანი.