როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.,თუმცა დაკარგულის პოვნა ვერ ხერხდება. სოფელ ნამოხვანში, იქ სადაც რამდენიმე თვეა ,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს, ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში გადახტა. თვითმხილველების თქმით, ის რიონის ხეობაში შემთხვევამდე 2 დღით ადრე ჩავიდა.