„ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციაზე დაკავებული სამი პირი თავისუფალია. სასამართლომ ბრალდებულები სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა. შეგახსენებთ , რომ 6 პირი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს, სამი მათგანის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, ყველა მათგანს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
