ქუთაისში, „9 აპრილის“ მემორიალთან, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ პატივი მიაგეს 9 აპრილის გმირებს. დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი მამა მატათამ გადაიხადა. იქვე , 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტო - გამოფენა მოეწყო.
„ქართველი ხალხისთვის ეს დღე განსაკუთრებულია, გარდა იმისა, რომ 9 აპრილს ერმა დამოუკიდებლობის ნება გამოხატა, მომხდარიდან ორ წელიწადში ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა. მადლობა მათ, ვინც იბრძოდა და შეეწირა ქვეყნის დამოუკიდებლობას!“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
, 32 წლის წინ ჩვენი საზოგადოების ერთობამ და ერთიანობის სურვილმა მიგვიყვანა სწორედ დამოუკიდებლობამდე. ჩვენი გმირები სახელს უკვდავყოფთ და გადავცემთ მომავალ თაობას. ეს ადამიანები არიან მაგალითი ჩვენი მომავალი ერთობის და იქნებიან საწინდარი იმის, რომ ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას და დავასრულებთ ოკუპაციას“ - ზვიად შალამბერიძე.