შემთხვევა ხონი-მათხოჯის გზაზე მოხდა. სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.