„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს გაწეული ხარჯები, რამაც ჯამურად 5,182,978 ლარი შეადგინა.
- 2020 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 4,297,151 ლარი შეადგინა, რაც 49,459 ლარით მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (4,247,692 ლარი) შედარებით;
- იმერეთში ხელფასის სახით 560,940 ლარი, ხოლო პრემია/დანამატის სახით 3,650 ლარი გაიცა
- ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65,920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი - 56,370 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის;
- ადმინისტრაციებს ჯამში ჰყავთ 80 ავტომობილი, რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 270,017 ლარი დაიხარჯა, რაც 17,834 ლარით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (252,183 ლარი);
- იმერეთის სახელმწიფო ადმინისტრაციას სულ 12 ავტომანქანა ემსახურება, აქედან 2020 წლის ხარჯი 36,960 ლარია.
- სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა საწვავის შესაძენად 2020 წელს 454,428 ლარი დახარჯეს და შეისყიდეს 254,413 ლიტრი საწვავი; ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 46,327 ლიტრი, ჯამური ღირებულებით 82,660 ლარი; თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (9,868 ლიტრი) გურიის, აწ უკვე ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ გახარჯა;
- რაც შეეხება იმერეთს,2020 წელს ადმინისტრაციამ 26 ,981 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებაც 61,517 ლარია.
- სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 2020 წელს 47,442 ლარი შეადგინა, მივლინებებზე კი 19,628 ლარი დახარჯა;
- იმერეთში ტელეკომუნიკაციებისთვის 7,987, ხოლო მივლინებებისთვის 11,907ლარი გაიხარჯა.
- წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2020 წელს 28,392 ლარი გაიღეს.
- აქედან იმერეთში 9,834 ლარი დაიხარჯა