ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, თავმჯდომარე გუშინ ქუთაისის მერიაში გუშინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება. გიგა შუშანია ფაქტს აფასებს როგორც ჟურნალისტის უფლების შეზღუდვას.შუშანია გამოძიების დაწყებას ითხოვს.
,,გუშინ ქუთაისის მერიაში მოხდა ძალიან სამარცხვინო ფაქტი , მაშინ როცა ქუთაისის მერი გვერდით ოთახში იმალებოდა ,ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ჟურნალისტს.კანონით არის დაცული ჟურნალისტის საქმიანობა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაიწყოს გამოძიება და გამოძიება და შედეგები იყოს საჯარო. ასევე ქუთაისის მერმა გამოსცა გაურკვეველი ბრძანება, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს ეზღუდება გადაადგილება, ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,, მზად არის ნებისმიერ ჟურნალისტზე დაუშვას ასეთ შემთხვევაში საშვი.,,-განაცხადა გიგა შუშანიამ.
შეგახსენებთ ,ჟურნალისტი ბუბა- სერგო ჩივაძე პოლიციამ ქუთაისის მერიის შენობაში დააკავა. საქმე 173 მუხლითაა აღძრული, რაც სამართალდამაცავების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.ის ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდა.ჟურნალისტის გაღიზიანება მერიაში არსებულ შეზღუდვას მოყვა.
ჩივაძის ამბობს,რომ შენობაში შესვლის დროს მერიის დაცვამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირების შედეგად ჟურნალისტი შეუძლოდ გახდა და ის უგონო მდგომარეობაში იმერეთის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოში გადაიყვანეს.