გუმათის დასახლებაში,გუმათჰესთან "რიონის ხეობის მცველების მიერ ორგანიზებული აქცია გრძელდება.ამ ეტაპზე შეკრებილები ფეხით მსვლელობას აღარ გეგმავენ.მათ ამის უფლებას პოლიცია არ აძლევს.როგორც აქციიე ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს,ადგილზე კარვის გაშლა იგეგმება.გოლეთიანი უახლოეს პერიოდში აქციას აანონსებს, როგორც აცხადებს,მათ მოთხოვნებს კიდევ სხვა პუნქტებიც დაემატება.
,,მოსალოდნელი საფრთხეების და ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, დროებით უნდა შევზღუდოთ ხეობაში ამ რაოდენობის ხალხის გადაადგილება "-განუხცადა შეკრებილებს პოლიციის მაღალჩინოსანმა.
"ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ, რომ გადავიდეთ დაპირისპირებაში და არ ვცდით კორდონის გარღვევას.აქაც ვაპირებთ გავშალოთ კარვი და გაჩნდება ხეობაში პროტესტის მეორე კერა.არ გვსურს ვინმე დაზიანდეს . ეგ არის ის, რაც მათ უნდათ ახლა,რომ განმუხტონ პროტესტი"-ამბობს ვარლამ გოლეთიანი.