პოლიტიკოსი გოგი წულაია შიმშილობას წყვეტს. ინფორმაცია ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა დაადასტურა.ადვოკატი ამბობს, რომ პოლიტიკოსისგან აქვს პირობა, რომ კვებას დაიწყებს და შიმშილობას აღარ გააგრძელებს. წულაია კვლავ ციხის საავადმყოფოში იმყოფება, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და გადასხმები უკეთდება. .
რაც შეეხება საქმის სამართლებრივ ნაწილს, ადვოკატის განცხადებით, მათ სახელმწიფო ინსპექტორის და ასვე სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს, რომ შეფასდეს, თუ რა დარღვევებს ქონდა ადგილი პოლიტიკოსის დაკავებისას.