,,ორივე მხარემ უნდა დაახლოვოს ერთმანეთთან თავისი ხედვები,,-ასე აფასებს ,,სამართლიანი არჩევნების,, აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს. განცხადება ნინო დოლიძემ ქუთაისში ყოფნისას გააკეთა.
,,წუხელ გვიან ღამით ევროპარლამენტრებმა გააკეთეს განცხადება და თქვეს, რომ სასწორზე დგას საქართველი-ევროკავშირის ურთიერთობები.ასევე ისაუბრეს, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა ამ მოლაპარაკებების ჩაშლის, თუმცა ორივე მხარეზე იყო საუბარი, რომ ორივე მხარემ არ მოისურვა შეთანხმება, მაგრამ რადგან ხელისუფლება არის ახლა მთავარი,სწორედ მათზე არის ეს პასუხისმგებლობა.ამის ფონზე ის განცხადებები, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს, რომ ისინი გადაჭრით უარს ამბობენ , არ არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი, პირიქით, ორივე მხარემ უნდა დაახლოვოს ერთმანეთთან თავისი ხედვები, იმისთვის, რომ როგორმე ეს კრიზისი გადაიჭრას და ქვეყანა წინ წავიდეს.,,-განაცხადა ნინო დოლიძემ